დღეს ქუთაისის გენდერული პოლიტიკის დოკუმენტის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის წარდგენა გაიმართა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო არის საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვა-დამტკიცებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას. შესაბამისად, საბჭო თავისი საქმიანობით, მუნიციპალურ დონეზე, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას. მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლი კონვენცია), გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) და სხვა. პრიორიტეტები:გენდერული თანასწორობის გაძლიერების ხელშეწყობა მონაცემებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოებით. ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში. გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისთვის კვლევის ჩატარება და კვლევაზე დაფუძნებით ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა. გენდერული თანასწორობის და ინკლუზიის ხელშეწყობა თანამშრომლობის და ცნობიერების ამაღლების გზით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებსა და საზოგადოებაში. ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის და სხვა სერვისების გენდერული მეინსტრიმინგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა. ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა. სტრატეგიული მიზანი N1: ეფექტური ინსტიტუციური საქმიანობა გენდერული თანასწორობის საბჭო, ეფექტური საქმიანობით ახდენს მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებას და გატარებას ადგილობრივ დონეზე. სტრატეგიული მიზანი 2: ორგანიზაციული სისტემის გაძლიერება გენდერული თანასწორობის საბჭო, უზრუნველყოფილია ორგანიზაციული სისტემებით. აქვს მკაფიოდ გაწერილი ორგანიზაციული პროცედურები, პროცესები და სათანადო კომპეტენციები, რომელიც ხელს უწყობს საბჭოს ძირითადი ფუნქციების შესრულებას და ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას. სტრატეგიული მიზანი N3: ეფექტიანი კომუნიკაცია გენდერული თანასწორობის საბჭოში ჩამოყალიბებულია მდგრადი პროცესი და ძლიერი გუნდი, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმების გამოყენებით, მუდმივად უზრუნველყოფს საბჭოს ინსტიტუციურ საქმიანობას და მისი რეპუტაციისა და იმიჯის გაძლიერებას სამიზნე აუდიტორიაში.