თუკი ჯერ არ შეგირჩევიათ საახალწლო საჩუქარი, სწორედ თქვენთვისაა 29-30-31 დეკემბრის მასშტაბური გამოფენა-ბაზრობა ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში (სიყვარულის ბაღი), სადაც ასამდე იმერელი ოსტატი შემოგთავაზებთ თექის, ბატიკის, ტიხრული მინანქრის, სამკაულების, უზარელის, ნაქსოვისა და ნაქარგის, ღვინის, გასტრონომიის, კოსმეტიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. ბაზრობის პარალელურად ჯგუფების „თაიმისა“ და ქორალის კონცერტები 13:00 საათიდან. არ გამოტოვოთ.