ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრობ რამდენიმე ღვაწლმოსილ ადამიანს წინასაახალწლოდ ოჯახებში ესტუმრა.
მხატვარ თედო მანჯგალაძეს, პედაგოგ ელეონორა საღარეიშვილსა და მსახიობ ლამარა ვაშაკიძეს ქალაქის მერმა ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი მიართვა.
„სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქალაქი. ცხადია, ყველასთან ოჯახში სტუმრობა ვერ შევძელით, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ყველას ღვაწლი დავაფასოთ.
მინდა თითეულ მათგანს ახალი წელი მივულოცო და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.