ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა.
ქალაქის მერმა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა.
" წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს ვესტუმრეთ და ბენეფიციარებს დამდეგი დღესასწაულები მივულოცეთ. ამ ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ჩვენი ყურადღება და მზრუნველობა.
ნობათები გადავეცით და საახალწლო წარმოდგენაზეც მოვიწვიეთ."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.