ქუთაისში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს.
მომლოცველ ბავშვებს და სასულიერო პირებს თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. შობის მახარობლებს ტკბილეული გადასცეს.
ალილოს ტრადიციულ მსვლელობას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ხელმძღვანელობს.
შეგროვებული ნობათი საქველმოქმედო მიზნით განაწილდება.
"დღეს შობის მახარობლები გვეწვივნენ. მომლოცველებს მერიის წინ შევხვდით და ტკბილეული გადავეცით. ალილოს ტრადიციულ მსვლელობას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ხელმძღვანელობს. საშობაო მოლოცვა ქუთაისის ქუჩებში მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.
მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო ქრისტეშობის დღესასწაული!,"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საშობაო მსვლელობა ქუთაისის ქუჩებში მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.