ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი ქარის შედეგად ძირითადად დაზიანებულია ავტომობილები, სახლის სახურავები და ფასადები.
ცხინვალის ქუჩაზე, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ და შექმნილ მდგომარეობას გაეცნენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე.
აღნიშნულ ლოკაციაზე აქტიურად მუშაობენ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე ქალაქის სპეციალური სერვისების წარმომადგენლები.
Меньше