ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკრებულოს წევრის , მანანა ჩიხლაძის დანიშვნას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხს ფრაქციის წევრებმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.