ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომაზე განხილული იყო 21-ე ბიუროს სხდომისა და საკრებულოს რიგით მე-15 სხდომის საკითხები. საკრებულოს ბიუროს 21-ე სხდომის დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებებისა და გამომდინარე აქედან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის , ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებებისა და გამომდინარე აქედან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-15 სხდომის დღის წესრიგის პროექტის განხილვის შესახებ.
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-15 სხდომის დღის წესრიგის პროექტით განსაზღვრული საკითხების განხილვის შესახებ.
რიგით მე-15 სხდომის დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2023 წლის გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შესახებ.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, ბენზინგასამართი სადგურებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.