უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს, უკრაინას და უკრაინელ ხალხს, გარდა ამისა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმერეთიდან, კონკრეტულად კი ქუთაისიდან გაიგზავნა ჰუმანიტარული ასევე, სამედიცინო დანიშნულების ტვირთი. ქუთაისის თვითმმართველობამ 50 ათასი ლარი გამოჰყო დამეგობრებული ქალაქების დახმარების მიზნით, გარდა ამისა ჩვენს ქალაქში 400მდე უკრაინიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს და მათ დასახმარებლად ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს , რათა შევამსუბუქოთ მათ მდგომარეობა. უშუალოდ მერიის გადაწყვეტილებით, უკრაინის დამეგობრებულ ქალაქ დნიპროს გადაეცემა 200000 ლარის ღირებულების გენერატური. ჩვენ ადგილორბივი ხელისუფლება მზად ვართ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავემხაროთ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე პერიოდში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის მძიმე მდგომარება, რაც უკავშირდება აგრესიას და ომს, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენმა ხალხმა ეს არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი ცივილურ სამყაროსთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში.