ქუთაისის მუნიციპალიტეტმა , საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან დამატებით 10 მილიონი ლარი მიიღო.
აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება:
ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა , 1 800 000 ლარი;
ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი ;
️სპორტის სასახლის რეაბილიტაცია, 950 000 ლარი;
ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია, 800 000 ლარი;
️ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი;
️ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია , 800 000 ლარი;
️რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია, 3 650 000 ლარი.