ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-7 სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში. ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რეგულარულად მოძრავი სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების საფასურის გადასახადში. ცვლილების მიზანია მოსახლეობისთვის საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესება და მათი გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა. საკითხის თანახმად ცვლილება შევიდა საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №149 განკარგულებაში. რომლის თანახმადაც ქუთაისის მერს თანხმობა მიეცა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მოახდინოს პარკინგსერვისისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა.