️USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან, საკრებულოს წევრებთან და საჯარო მოხელეებთან, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიან ინიციატივას წარმოადგენს , რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის , ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
აღნიშნული პროგრამა იმუშავებს ადგილობრივ თვითმმართველობებში, ინკლუზიური და მომხმარებლებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას გაუწევს ცენტრალურ ინსტიტუტებს, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმების განხორციელებაში.
️USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის პრინციპები.