ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს ზამთრის სკოლის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გახსნას დაესწრნენ.
ზამთრის სკოლა 20-27 თებერვალს გაიმართება. სესიები ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველდღე ჩატარდება .
ზამთრის სკოლისთვის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე იქნენ შერჩეული. კონკურსში მონაწილეობდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის, "ევროპის უნივერსიტეტის" და სხვა უნივერსიტეტების ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე საქართველოს სკოლების დამამთავრებელი კლასის (XI-XII კლასი) მოსწავლეები.
ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ. ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებული ახალი პროექტის მომზადებასა და შესაბამის ფონდებში წარდგენაში.