ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. დღის წესრიგი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, N15ა-ს ჩრდილოეთით) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ; 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შპს საფეხბურთო კლუბი ქუთაისის მართვეს (ს/ნ 412727214) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ