ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, N15ა-ს ჩრდილოეთით) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შპს საფეხბურთო კლუბი ქუთაისის მართვეს (ს/ნ 412727214) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.