ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, მე-8 რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე,ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით,სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა , ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, N15ა-ს ჩრდილოეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მაღლივი ბინების მშენებლობა, რომელი იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ. საკითხის თანახმად ელექტრონული აუქციონის წესით მოხდება შპს ,,საფეხბურთო კლუბი ქუთაისის მართვეს (ს/ნ 412727214) 100%-იანი წილის გასხვისება.საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის (№001314023; 27.02.2023 წლის) მიხედვით.