ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, ნიჩბოსნობის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
აღნიშნული სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახელშეკრულებო თანხა 911 ათას ლარს შეადგენს და მას შ.პ.ს ლამოდერნა ასრულებს. ნიჩბოსნობის სკოლის მიმდინარე სამუშაოების პროცესს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი ადგილზე გაეცნო.