მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა
ქუთაისის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის განხილვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული დოკუმენტი კონკრეტულ საჯარო სფეროში პრობლემების გადაწყვეტის ან საჯარო სერვისების განვითარების გზებს განსაზღვრავს, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს, მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
პროექტი საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMG) ჩართულობით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეული იქნა 30 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ქუთაისი,სადაც ექსპერტების მხარდაჭერით შემუშავდება და განახლდება მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი.
შეხვედრას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.