ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები მოსწავლეთა მიერ იყო ინიცირებული.
საკრებულოს იმიტირებულ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს წევრები, მესამე საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ ჭაბუკიანი, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები დაესწრნენ.
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდეგ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„დღევანდელი დღე რამდენიმე ფაქტორით არის გამორჩეული.
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.
ეს არის გამორჩეული მაგალითი იმისა , მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხროციელების პროცესში
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მე-3 საჯარო სკოლასა და საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ნამდვილად იქნება შედეგზე ორიენტირებული"-
განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.