ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით , პროექტების მართვის ტრენინგი ჩატარდა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
სასწავლო კურსის მიზანი იყო მსმენელებისთვის პროექტის მართვისა და
კოორდინაციის საბაზისო უნარების გამომუშავება, პროექტის ფაზებისა და პროექტის შინაარსის მართვის გაცნობა, დროის მართვისა და პროექტის გეგმა- გრაფიკის შემუშავებისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავება.
ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარები პროექტების მონიტორინგსა და კონტროლზე , პროექტის ცვლილებების მართვაზე, რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაზე.
ტრენინგ-კურსს პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტი ლელა მაჩაიძე უძღვებოდა.