2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.
ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამართულ ღონისძიებაში.
ღონისძიება რეაბილიტაციის ცენტრ "ნაიოს" ინიციატივით გაიმართა.
ქუთაისის მერია უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს სოციალურ პროგრამას აუტისტური სპექტრის ბავშვების რეაბილიტაციისთვის.
აღნიშნული პროგრამით 318 ბავშვი სარგებლობს.