ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას მონაწილეობით , USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში , სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრას USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი უძღვებოდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი საქართველოს იმ 11 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში USAID-ის საგრანტო, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს.
️აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ქუთაისის მერიას შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.