ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა 38 წარმატებულ ქუთაისელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
️ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში შეკრებილ მოსწავლეებს იოსებ ხახალეიშვილმა მიღწეული წარმატებები მიულოცა, მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდების წარმატებებში.
️„ სასიხარულო და საამაყოა, რომ ამდენი წარმატებული მოსწავლე გვყავს ქუთაისში. მათ თავიანთი მაღალი აკადემიური შედეგებით და აქტიურობით დაიმსახურეს ეს ჯილდო.
38 მოსწავლეს გადავეცით დღეს პერსონალური კომპიუტერი, თუმცა ქალაქში გაცილებით მეტი წარჩინებული მოსწავლეა, რომლებმაც უკვე მიიღეს ან ამ დღეებში მიიღებენ კომპიუტერებს.
მჯერა, ეს ჯილდო მათი კიდევ უფრო წარმატებული მომავლის საწინდარი იქნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
️საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ.