ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, გარემოს მდგრადობის და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იმერეთის მუნიციპალიტეტის მერები, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ხელმოწერის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა.
მემორანდუმი ითვალისწინებს იმერეთის მხარეში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების გასაუმჯობესებლად, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას.
️ხელმომწერთა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების გაუმჯობესებას.