ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ მე-14 საჯარო სკოლის 8 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადასცეს. მოსწავლეებმა ჯილდო სკოლის საბაზო საფეხურზე მიღწეული მაღალი აკადემიური დონისთვის მიიღეს.
„ დღეს წარჩინებულ მოსწავლეთა კიდევ ერთ ნაწილს გადავეცით პერსონალური კომპიუტერები. ამჯერად ქუთაისის მე-14 სკოლის 8 წარმატებული მოსწავლე გახდა ახალი კომპიუტერის მფლობელი.
გასულ წელს დასრულდა მე-14 სკოლის შენობის რეაბილიტაცია. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არის რეაბილიტირებული, რაც კიდევ ერთი დიდი სტიმული იქნება მოსწავლეებისთვის, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.