ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპუ გმირებს პატივი მიაგეს
34 წლის წინ, დღევანდელ დღეს1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა.
საბჭოთა არმიამ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ტანკებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო, რომლის საშუალებითაც 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობა აღდგა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა , მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ასევე სხვადასხვა სფეროს.