ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დღეს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე ესწრებოდა.
შეხვედრის მათავარ თემას წარმოადგენდა Erasmus+_ის მიერ თანადაფინანსებული პროექტი მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში(SQUARE)აღნიშნული პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება ქართულ უნივერსიტეტებში.
პროექტის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ქმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ , ასევე შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიებს.
უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.
პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, იგი ორიენტირებულია, გაზარდოს საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობები, სწორად დაგეგმოს აქტივობები და შეაფასოს შედეგები, რომელშიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა.