ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქეების: მზია კირკიტძის, გიორგი შარვაშიძის, ინგა ხაჭაპურიძის, ალექსანდრე ხუჯაძისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მედინიუსისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
7. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მარშრუტებზე მომსახურების გამწევ კომპანიებზე, 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში და 2022 წლის განმავლობაში ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობით არსებული დავალიანებების 2023 წლის ბოლომდე განწილვადებით გადახდის თაობაზე.