ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-18 სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
წარმოდგენილი საკითხების მიხედვით ცვლილება შევიდა 2021 წლის 17 მარტის 359-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.
ცვლილება შევიდა 2023 წლის 29 მარტის N177-ე განკარგულებაში , რომელიც საპრივატიზაციო ობიექტების დამტკიცებას ითვალისწინებს.
საკრებულოს მიერ სხდომაზე მიღებული იქნა გარე რეკლამის განთავსების წესი, ასევე მოხდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების იჯარის ფორმით გასხვისება, რომლიც ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებას ითვალისწინებს.