ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის (USAID) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებასა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ითვალისწინებს. იგი ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას მოქალაქეებთან, არასამთავრობო და კერძო სექტორს შორის. ასევე საჯარო სერვისების გაუმჯობესებას და შემოსავლების გაზრდას.
თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.