ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის 2023 წლის 1 მაისის რეკომენდაციითა და ქალაქ ქუთაისის მერის 2023 წლის 2 მაისის ბრძანებულებით “ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის” „ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოთ“:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ქალბატონ ნანული კაკაურიძეს;
მელიტონ-ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს ქალბატონ ირინა ლომინაძეს;
ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს, ქალბატონ ნანული ცხვედიანს;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტენელოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პოფესორს, ქართველ ებრაელთს სათვისტომოს თვალაჩინო წარმომადგენელს ქალბატონ დოდო თავდიდიშვილს;
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ბატონ ღასან ხალილს;
კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს, მამა გაბრიელ ბრაგანტინს;
საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს, იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ გივი ჭიჭინაძეს;
ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში გამოჩენილ ჭეშმარიტ ქუთაისელს, ქალაქის ყოფილ მერს ბატონ რამაზ მხეიძეს;
კლინიკა „ლჯ“-ის რედიოლოგიური დეპაატამენტის ხელმძღვანელს, ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ და პროფესიონალ ექიმს ბატონ თემურ ტაბიძეს.