ქუთაისქალაქობის დღესასწაული ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესვე პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს სამი ოთარის ძეგლი.
"ვულოცავ ჩემს ქუთაისს დღევანდელ დღეს. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი ,რომელიც ასოცირებულია ერთმანეთის მხარდაჭერასთან და თანადგომასთან. პატივი მივაგეთ სამი ოთარის ძეგლს და იმ ადამიანებს , რომლებიც მათი პროფესიით ქმნიდნენ ჩვენი ქალაქის ისტორიას. სწორედ დღევანდელი დღე უკავშირდება კონკრეტულ ადამიანებს და ჩვენი ქალაქის ქალაქის ტრადიციებს."
ირაკლი შენგელია -ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე