ჩერნობილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ქუთაისში, ჩერნობილის მოვლენების მსხვერპლთა მემორიალთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
️ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ქუთაისიდან 129 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებულები ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალურ დახმარებას იღებენ.