ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) თანამშრომლობით, პროექტის „მდგრადი განვითარების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაში მონაწილეობდა ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე.
პროექტის მიზანია SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა, ნაციონალიზაციისა და ლოკალიზაციის პროცესების გაგრძელება , მონაწილეობითი პროცესისა და მრავალსექტორული დიალოგის უზრუნველყოფის გზით, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე; მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით