ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციაციის თავმჯდომარეს შირლი ეგლის და ასოციაციის წარმომადგენელს ნაიჯელ ჰალეტის შეხვდნენ. სტუმრები „ქუთაისქალაქობა 2023“-თან დაკავშირებით ეწვივნენ ქუთაისს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქალაქის ხანგრძლივ და წარმატებულ მეგობრობაზე, ერთად განხორციელებულ პროექტებსა და მომავლის გეგმებზე.
„ მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობრებს ნიუპორტიდან. ქალბატონი შირლი და ბატონი ნაიჯელი საგანგებოდ „ქუთაისქალაქობის“ აღსანიშნავად ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთიდან და ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას დღესასწაულში.
ნიუპორტი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამეგობრებული ქალაქია. ამ წლების განმავლობაში ბევრი საერთო პროექტი განვახორციელეთ. მჯერა, ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტად წარმატებული იქნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.