„ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში, ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების ოფიციალური დელეგაციები ესტუმრა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ უცხოელი სტუმრები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღეს.
დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს წარუდგინეს მოკლე ექსკურსი ქიუ-ს შესახებ.
„ქუთაისქალაქობა 2023“ მიულოცეს მეგობარ ქალაქს პოზნანის, ვალკას, ხარკივის, ნანჩანგის, უნგენის, გაბროვოს , მურატფაშას, კუიევსკო-პომორსკის და სომბათჰეის წარმომადგენლებმა.
სტუმრებმა , მასპინძლებთან ერთად, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ხეები დარგეს.
„ ქუთაისქალაქობა 2023-ს“ ჩვენს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ. დღეს ქუთაისში სტუმრად გვყავს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
მეგობრებთან ერთად გაზიარებული ლხინი ორმაგი სიხარულია და სწორედ ასე სასიხარულოა ჩვენთვის მათი მასპინძლობა. მადლობა მინდა ვუთხრა, რომ შეძლეს ჩამოსვლა და დღეს ჩვენს გვერდით არიან.
მჯერა, ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.