"ქუთაისქალაქობის“ აღნიშვნის ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიებაა ქუთაისის საპატიო მოქალაქეების არჩევა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, „ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიენიჭათ :
ნანული კაკაურიძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ;
ირინა ლომინაძეს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს;
ნანული ცხვედიანს, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს ;
დოდო თავდიდიშვილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პროფესორს, ქართველ ებრაელთს სათვისტომოს თვალსაჩინო წარმომადგენელს;
ღასან ხალილს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ;
მამა გაბრიელ ბრაგანტინს, კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს ;
გივი ჭიჭინაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს, იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს.
რამაზ მხეიძეს, ქუთაისის ყოფილ მერს ;
თემურ ტაბიძეს, კლინიკა „ლჯ“-ის რედიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
ქუთაისის საპატიო მოქალაქეები ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა წარუდგინა მესხიშვილის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას.
„ქუთაისქალაქობის“ ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიებაა საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება. ყველანი დიდი ინტერესით ველით, ამჯერად ვინ გახდა რჩეული და ვის მივანიჭეთ ეს საპატიო ტიტული.
ათეულობით გამორჩეული, პატივსაცემი და ღვაწლმოსილი ადამიანი ატარებს უკვე „საპატიო ქუთაისელის“ წოდებას და დღეს მათ რიცხვს კიდევ 9 ღირსეული წევრი დაემატა.
არ არის აუცილებელი პირობა ქუთაისელი იყო, რომ ჩვენმა ქალაქმა ასე დაგაფასოს. მთავარია, გიყვარდეს ქუთაისი და მის სასიკეთოდ იღწვოდე. სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით იქნა შერჩეული ის ადამიანები, ვისაც დღეს მივანიჭეთ „საპატიო ქუთაისელის“ ტიტულს.
ვულოცავ ყველა მათგანს! ხანგრძლივ და ბედნიერ სიცოცხლეს ვუსურვებ! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ნაკლების ნახვა