ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
️ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ დევიდ ჰოფმანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ გადადგა პირველი ნაბიჯი საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და მუნიციპალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაზრდას.
️ურთიერთგაგების მემორანდუმები , ქუთაისის გარდა დღეს ლენტეხთან, მესტიასთან და ტყიბულთან გაფორმდა. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან, საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.