ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ მიიღო.
ბერძენი დიპლომატი ქუთაისში „ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება, რომელიც პირველიდან ოთხი მაისის ჩათვლით იმართება. „არტ ქარავანის“ მონაწილე საპატიო ქვეყანა საბერძნეთია.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ქალაქის მერმა და ელჩმა საბერძნეთის ქალაქ ნიკეასა და ქუთაისის ადრინდელი ურთიერთობების აღდგენასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, გამოითქვა მზადყოფნა ქალაქების სალონიკისა და ქუთაისის მუზეუმების მომავალი თანამშრომლობის შესახებ.