ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ბურსას პროვინციის ქალაქ ორჰანგაზის ქართული ასოციაციის პრეზიდენტს ადემ თურანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მომავლის გეგმებზე.
თურქეთის რამდენიმე ქალაქთან ქუთაისს უკვე მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და ეს კონტაქტები კიდევ უფრო გამყარდება. დაგეგმილია სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება.