9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.
78 წლის წინ მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ორესტი ბერულავას სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.