ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა 101 წლის თანაქალაქელს.
" 78 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით იმ ომის მონაწილეები - ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და გაიმარჯვეს.
დღეს ერთ-ერთ მათგანს, ბატონ შოთა ჩიხლაძეს სახლში ვესტუმრე და გამარჯვების დღე მივულოცე.
9 მაისი კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რა საშინელებაა ომი.
მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს!"' - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.