ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა რამდენიმე ახალგაზრდას მადლობა გადაუხადა „ქუთაისქალაქობა 2023-ის“ ღონისძიებებში მოხალისეობრივი საქმიანობის გამო.
ახალგაზრდები ქალაქის დღესასწაულზე სტუმრად ჩამოსულ უცხოურ დელეგაციებს მეგზურობას უწევდნენ.
ქალაქის მერმა მათ მადლობის სერტიფიკატები და წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.