ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატზე გააცილა.
ზონალურ ეტაპზე, ხელბურთში ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა გაიმარჯვა. ბადმინტონში ლიდერობა 21-ე საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო ფრენბურთში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა.
" 13-14 მაისს, თბილისში გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები, სადაც საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდებიან.
დღეს დედაქალაქში გავაცილეთ ქუთაისის მე-40, 21-ე და 22-ე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, რომლებმაც ზონალურ თამაშებში გაიმარჯვეს.
ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
წარმატებას ვუსურვებ ქუთაისელ მოსწავლეებს! მჯერა, გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.