ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის Salar international-ის პროექტის წარმომადგენელს შეხვდა
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა საქართველოში-აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის Salar international-ის პროექტის წარმომადგენელს, ლენა ანდერსონს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამა წარმოადგენდა, რომელიც თვითმმართველობის გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ასევე ისაუბრეს სამომავლოდ იმ პროექტებზე, რომელიც დეცენტრალიზაციის მთავარ პირობას წარმოადგენს.