ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ,ირაკლი შენგელიამ მორიგი ლექცია "საჯარო მმართველობის" შესახებ წაიკითხა.
სალექციო კურსის ფარგლებში ნინოწმინდის, ახალქალაქისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, გადამზადება გაიარეს ყველა იმ მიმართულებით რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ქუთაისის საკრებულოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სალექციო კურსი უტარდებათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე საჯარო მოხელეებს, რის შედეგადაც ხდება