საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ფლანგვის დეტექტორის“ ჟურნალისტების მიერ , ქუთაისის მერიასთან მიმართებაში, ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპების დარღვევა დაადგინა.
„ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტებმა მკითხველს მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია -„მერისთვის მანქანის შეძენა ქუთაისს 118 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ორ თვეში ამ მანქანის მოვლისათვის ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი ტენდერის ავლით დაიხარჯა“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ქუთაისის მერიის განცხადება „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციების მცდარობის თაობაზე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე მხარემ დაარღვია ქარტიის პირველი ( ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) და მე-5 (მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ) პრინციპები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე :