ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში , ბიუჯეტის პრიორიტეტების შეფასებისთვის, მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
პროექტი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტის პროგრამების ანალიზს, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის (Gender Equality and Social Inclusion (GESI)) ინდიკატორების გამოყენებით.
ამ სახის შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება ივნისი-ივლისის პერიოდში.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს დახმარება გაეწევათ 2024 წლის საბიუჯეტო დოკუმენტების მომზადებაში. პროექტს ქუთაისში „საკონსულტაციო კომპანია CBI“ ახორციელებს.