ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს ჟანა ზელინგეროვას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე ხორციელდება ქუთაისში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები , მათ შორის, ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების თაობაზე, ქალაქების მდგრადი განვითარების მიმართულებით.