ქუთაისში საქართველოს დამსახურებული არტისტის ლამარა ვაშაკიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მსახიობის კოლეგებმა გაიხსენეს ლამარა ვაშაკიძის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა და მისი როლები.
" ქუთაისელი მსახიობი და გამორჩეული ქალბატონი ლამარა ვაშაკიძე იუბილარია. 90 წლის არტისტი დღემდე სცენაზეა და მსახიობის ურთულეს პროფესიას კვლავ ღირსეულად წარმოაჩენს. ჩვენ გვახსოვს მის მიერ შექმნილი არაერთი სასცენო პერსონაჟი და ჩვენი თეატრის სცენაზე შესრულებული როლები.
დღეს მშობლიურმა ქალაქმა საიუბილეო საღამო მოუწყო ღვაწლმოსილ არტისტს.
ვულოცავ ქალბატონ ლამარას იუბილეს!
დიდხანს და მხნედ იყოს !" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.